ტელეფონი: +995 558 54 24 89;

  +995 557 29 65 32

ჩვენ - შპს "ჰიდროსერვისი"


ნებისმიერი ჰიდროტუმბო, მოტორი ან გამანაწილებელი, რომელიც ჩვენთან ხვდება შესაკეთებლად, სრულად იშლება და სუფთავდება საფუძვლიანად დასათვალიერებლად. შემდგომ შეფასდება მუშა ზედაპირების ყველა ხახუნის წყვილი, ღრეჩო და ცვეთა. მაღალკვალიფიციური სპეციალისტები აფასებენ დეტალების აღდგენის შესაძლებლობას, ხოლო შეცვლას დაქვემდებარებული ან არასსებული დეტალების შეტანა ხდება შეცვლის სიაში. ამის შემდეგ ჩვენი სპეციალისტი უკავშირდება კლიენტს შეკეთების კონკურენტუნარიანი ღირებულების შესათანხმებლად.

‌ჩვენ გვირჩევენ, რადგან:

  • მისახეხი მოწყობილობების არსებობა საშუალებას იძლევა აღვადგინოთ აგრეგატის გაცვეთილი დეტალები იდეალურ მდგომარეობამდე, რაც ამცირებს შეკეთების ღირებულებასა და სისწრაფეს;
  • ‌ჰიდრავლიკური მოწყობილობების მწარმოებელ ქარხნებთან პარტნიორობა ყველაზე ხარისხიანი სათადარიგო ნაწილების მიღების საშუალებაა ყველაზე დაბალ ფასად, ასევე იძლევა ტუმბოებისა და მოტორების მიწოდების საშუალებას შუამავლების გარეშე;
  • ჩვენი თანამშრომლების მაღალი კვალიფიკაცია, რომელთაც გამოცდილება მიიღეს რუსეთის საუკეთესო კომპანიებში, ნებისმიერი სირთულის ჰიდროაგრეგატის შეკეთების საშუალებას იძლევა;
  • საცდელი მოწყობილობების არსებობა, რომელსაც კავკასიაში არ გააჩნია ანალოგი, საშუალებას იძლევა გამოირიცხოს შესაძლო შეცდომა შეკეთებისას და რაც მთავარია შეფასდეს შეკეთების ხარისხი, და ზედმეტი გაჟონვის შემთხვევაში განმეორდეს დაშლა და გამოირიცხოს შეცდომა, შედეგად მქკ დაყვანილ იქნას ქარხნულ პარამეტრებამდე ან უფრო ზემოთ. მაღალი მქკ ეს, პირველ რიგში არის ახლის შესაბამისი აგრეგატის პარამეტრები, მეორეც, ჰიდრავლიკური ტუმბოს ან მოტორის უფრო ხანგრძლივი მუშაობის უნარი, ვინაიდან გამოირიცხება აგრეგატის ცვეთაზე მოქმედი გაჟონვები;
  • ჩვენთან შეკეთება ტუმბოს ან მოტორის ოთხჯერ უფრო იაფად მიღების საშუალებას იძლევა, ვიდრე ახლის შეძენა, ხოლო მუშაობის უნარი ქარხნულისგან არაფრით არ განსხვავდება;
  • ყველა სამუშაოზე გარანტია საშუალებას გაძლევთ თქვენ, ვინც მოგვმართავთ, დარწმუნებული იყოთ, რომ მიიღებთ გამართულ აგრეგატს ან უკან დაგიბრუნებთ გადახდილ ფულს!